2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 25 მარტიდან დაიწყება
2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 25 მარტიდან დაიწყება

2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 25 მარტიდან დაიწყება.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ ირინამ აბულაძემ განაცხადა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა.

მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ კატეგორიის ბავშვებისთვის რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2019 წლის 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება.

რეგისტრაციის მეორეს ეტაპი 2-დან 17 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომელთ მშობელიც სკოლის თანამშრომელია.

რაც შეხება მესამე ეტაპს, სკოლებში საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპი 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მეოთხე ეტაპი ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება.

დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.