2018 წელს გამოძიებამ საქართველოს მასშტაბით, ფარული საგამოძიებო მოქმედების 9195 ნებართვა მოიპიოვა
საქართველოს მასშტაბით, სასამართლოებმა სხვადასხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე საგამოძიებო უწყებებს 9195 ნებართვა მისცეს.
ჯამში, საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში, 9606 შუამდგომლობა შევიდა, საიდანაც არ დაკმაყოფილდა 274 შუამდგომლობა. რვა შემთხვევაში კი, მასალის განადგურება მოხდა.
ყველაზე მეტი – 5485 ნებართვა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა. შემდეგ ლიდერობენ ქალაქები : ბათუმი (567), ქუთაისი (560), რუსთავი (466) და ზუგდიდი (403).