2018 წლის მუნდიალის ოთხმა ფავორიტმა სათამაშო ფორმა წარადგინა
2018 წლის მუნდიალის ოთხმა ფავორიტმა სათამაშო ფორმა წარადგინა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის რამდენიმე ფინალისტმა სათამაშო ფორმის პრეზენტაცია მოაწყო, რომლითაც ისინი გაისად, მუნდიალზე ითამაშებენ.

გერმანიის ნაკრების ფორმის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს ტონი კროოსმა, მესუთ იოზილმა და მატს ჰუმელსმა.

ბელგიის ნაკრებმა საკუთარი “ტვიტერის” მეშვეობით წარადგინა წითელი მაისურები მკერდზე ყვითელი სამკუთხა ორნამენტებით. დაახლოებით ასეთი იყო ბელგიელთა ფორმა 1984 წელს, ევროპის ჩემპიონატზე.

სევე ვიცით, როგორი ფორმით ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთი – წითელ მაისურს მარჯვენა მხარეს ყვითელ-ლურჯ-წითელი ორნამენტები ამშვენებს.

 

არგენტინის ნაკრების ახალი საშინაო ფორმა კი ლიონელ მესიმ წარადგინა.