2017 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა ყველაზე ხშირად ქურდობისა და ნარკოდანაშულის მუხლით დაიწყო
2017 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა ყველაზე ხშირად ქურდობისა და ნარკოდანაშულის მუხლით დაიწყო

2017 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 15 789 პირის მიმართ დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს მთვარი პროკურორის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, ეს მაჩვენებელი, 1,8%-ით ნაკლებია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როცა სისხლის სამართლებრივიდ ევნა 16 085 პირის მიმართ დაიწყო.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2017 წელს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 260-ე და 126¹ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

„სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი არის ქურდობა, 260-ე ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღება, 126 -ე კი ძალადობას“, – ნათქვამია ანგარიშში.

მთავარი საგამოძიებო უწყების ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში 3389 პირი ქურდობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა, რაც საერთო რაოდენობის 17.6 %-ია.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი იყო.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს 2017 წლის მეორე ნახევარში განხორციელებული პროკურატურის სისტემის განვითარებისკენ მიმართული სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ ანგარიში დღეს წარუდგინა.