2017 წელს პროკურატურამ პატიმრობა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულ პირთა 83%-ის მიმართ მოითხოვა
2017 წელს პროკურატურამ პატიმრობა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულ პირთა 83%-ის მიმართ მოითხოვა

ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი გაზრდილია, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, 2017 წელს პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ ბრალდებულთა 83%-ის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ეს მაჩვენებელი 54 % იყო.

რაც შეეხება ოჯახურ დანაშაულზე მოთხოვნილი პატიმრობის დაკმაყოფილების მაჩვენებელს, მთავარი პროკურორის ანგარიშის თნახმად, 2017 წელს ეს მაჩვენებელი  58% იყო.

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაჩვენებელი შემცირდა.

2017 წელს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ოჯახური დანაშაულისთვის ბრალდებულ პირთა მხოლოდ 42.1%-თან.