2017 წელი ავიაციისთვის უსაფრთხო იყო
2017 წელი ავიაციისთვის უსაფრთხო იყო

2017 წელი კომერციული ავიაკომპანიების არსებობის ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო იყო.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია To70-სა და ავიაციის უსაფრთხოების ქსელის კვლევების თანახმად, გასულ წელს მსოფლიოში სამგზავრო ლაინერების ჩამოვარდნის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამასთან ერთად, გაიზარდა ფრენების რაოდენობა.

ავიაციის უსაფრთხოების ქსელის კვლევის მიხედვით, 2017 წელს ჯამში 10 ფატალური  ინციდენტი  დაფიქსირდა, რომელსაც 79 ადამიანი ემსხვერპლა.

2016 წელს მომხდარი 16 შემთხვევის შედეგად კი 303 ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები ეხება იმ სამგზავრო საჰაერო ლაინერებს, ვისაც სულ მცირე 14 ადამიანის გადაზიდვაზე აქვს სერტიფიკატი.

2017 წლის ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა იანვარში მოხდა, როცა თურქულმა საბარგო თვითმფრინავმა ყირგიზეთის ერთ-ერთი სოფელში განიცადა ვარდნა, რის შედეგადაც დაიღუპა ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ოთხივე წევრი და ავარიის ადგილზე მყოფი 35 ადამიანი.

კვლევებში დაფიქსირებული მონაცემები არ ითვალისწინებს სამხედრო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ინციდენტებს.