20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ათი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ათი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დუშეთის საწვრთნელი შეკრებით ასრულებს. 20-წლამდელთა კონტინენტის პირველობას 27 ივნისიდან რომი უმასპინძლებს.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტურნირზე ათი სპორტსმენით იასპარეზებს.

55 კგ – ლუკა ჯავახაძე

60 კგ – დიმიტრი ხაჩიძე

63 კგ – რომეო ბერიძე

67 კგ – ნიკა ბროლაძე

72 კგ – თემურ ორჯონიკიძე

77 კგ – თორნიკე მიქელაძე

82 კგ – აჩიკო ბოლქვაძე

87 კგ – ბექა მელელაშვილი

97 კგ – კოტე სიჭინავა

130 კგ – მათე გოქაძე

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ლაშხი

მწვრთნელები: გიორგი ჯობავა, დავით ურიდია, გიორგი ავაზაშვილი

ექიმ-რეაბილიტოლოგი: გიორგი მურცხვალაძე