20 ქვეყნის მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს „ვოთსაფის“ საშუალებით უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ
20 ქვეყნის მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს „ვოთსაფის“ საშუალებით უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ

20 ქვეყნის მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს მესინჯერვოთსაფის“ საშუალებით უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა.

როგორც სააგენტო იუწყება ჯაშუშურ სკანდალში ძირითადად აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების სამხედროები და მაღალჩინოსნები არიან გარეულები.

როგორც ცნობილი ხდება „ვოთსაფის“ მფლობელებმა უჩივლეს ისრაელის კომპანია „ენ ესოუ გრუპს“ და ჯაშუშური პროგრამის შექმნასა და გაყიდვაში დაადანაშაულეს.

„როიტერის“ ცნობით, ამ პროგრამის საშუალებით, „ენ სე ოუ გრუპის“ კლიენტებს ჰქონდათ საშუალება, მესინჯერ „ვოთსაფის“ 1400 მომხმარებლის ანგარიშში უკანონოდ შეეღწიათ.

ჟურნალისტების ცნობით, პირებს შორის, ვისაც მესინჯერის საშუალებით ფარულად უსმენდნენ, იყვნენ ინდოეთის, პაკისტანის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, მექსიკის მთავრობის წევრები. ასევე სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქე დისიდენტები, ჟურნალისტები, დიპლომატები და უფლებადამცველები.

ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, ისრაელის კომპანიის პროგრამის საშუალებით, თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლულ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგისაც უთვალთვალებდნენ.

„ბიბისის“ ცნობით, პროგრამა მსხვერპლის ტელეფონში სატელეფონო ზარის საშუალებით ხვდებოდა. შემდეგ კი მობილური ტელეფონის მფლობელის გადაადგილება კამერისა და მიკროფონის საშუალებით ხდებოდა შესაძლებელია.

პროგრამის შემქმნელები აცხადებენ, რომ „აღნიშნული პროგრამა მხოლოდ ავტორიზებული სამთავრობო უწყებებისა და სააგენტოებისთვის არის განკუთვნილი და მისი გამოყენება მხოლოდ დანაშაულის გამოსაძიებლად ან ტერორიზმთან საბრძოლველად არის დაშვებული“.

ამასთან „ენ ეს ოუ გრუპის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აკრძალული აქვთ დაასახელონ ის კლიენტები, ვინც აღნიშნული პროგრამა შეიძინა.