20 ივნისს დაშავებული სამი მოქალაქე რეაბილიტაციისთვის თურქეთსა და ისრაელში გაემგზავრა
20 ივნისს დაშავებული სამი მოქალაქე რეაბილიტაციისთვის თურქეთსა და ისრაელში გაემგზავრა

20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული ორი მოქალაქე დღეს დილით ისრაელში, ერთი კი თურქეთში გაემგზავრა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ესენი ის პაციენტები არიან, რომლებიც ბოლო დღებში რეგიონული ჰოსპიტლიდან და „ნიუ ჰოსპიტლიდან“ გაეწერენ.

მათივე ინფორმაციით, თურქეთში მკურნალობის მიზნით უკვე იმყოფება ორი სამართალდამცველი. ორი მოქალაქე განაგრძობს მკურნალობას გერმანიაში, ხოლო კიდევ ორი დაშავებული რჩება ისრაელში. ყოველი მათგანის სამედიცინო მომსახურების ფინანსებს ფონდი „ქართუ“ ფარავს.