20-დან 23 სექტემბრამდე მომსახურების სააგენტოს თელავის ფილიალში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მიღება შეჩერდება
20-დან 23 სექტემბრამდე მომსახურების სააგენტოს თელავის ფილიალში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მიღება შეჩერდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტის თელავის სამსახურში დაგეგმილია პრაქტიკული საგამოცდო მოედნის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული განახლება, რის გამოც 20, 21, 22 და 23 სექტემბერს მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის მიღება შეჩერდება. ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

„ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის იმ პირებს, ვისაც აღნიშნულ თარიღებში თელავის სამსახურში უკვე დაჯავშნილი აქვს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, მისი წარმატებით ჩაბარების შეთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება სააგენტოს სხვა ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ.

საგამოცდო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 24 სექტემბრიდან, თელავის სამსახურში მართვის უფლების მიღების მსურველები B კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე GPS-სისტემით აღჭურვილი, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით, განახლებულ საგამოცდო მოედანზე ჩააბარებენ“, – აცხადებენ უწყებაში.

დატოვე კომენტარი