20-23 მაისს თბილისში გაიმართება მსოფლიო თასის გათამაშება პარაწოლჭიმში #1TVSPORT
20-23 მაისს, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართება მსოფლიო თასის გათამაშება პარაწოლჭიმში, რომელიც ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირია.
პარაწოლჭიმში თბილისის 2021 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში 20 ქვეყანა და 103 პარასპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირის დაწყების თარიღი – 20 მაისი, 9:00-სთ. დასასრული, 23 მაისი – 17:00-სთ.
თბილისი 2021 მსოფლიო თასის გათამაშება ჩატარდება საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის ყველა რეკომენდაციის დაცვით. მედია მხარდამჭერი – საზოგადოებრივი მაუწყებელი.