20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ კახა ღავთაძეს აღკვეთის ღონისძებად პატიმრობა შეეფარდა
20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ პირს კახა ღავთაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განესაზღვრა.
კახა ღავთაძის მიმართ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. კახა ღავთაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად ხუთი ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა ადვოკატი.
„ვმუშაობდი ტაძარში ფრესკას ვაკეთებდი. საღამოს რომ ჩავედი სახლში, მშობლებმა მითხრეს, ძალიან დიდი არეულობაა და აქციაა. შემდეგ წავედი ავლაბარში ჩემს საქმეზე. იქ მითხრეს არასწორი ინფორმაცია, რომ რუსები დასხდნენ მთავრობაში. ავყევი შემდეგ ემოციებს და ჩავერთე აქციაში, ვერავინ ვერ დამიმტკიცებს, რომ მე იქ ფარი წავართვი ვინმეს. ეს არ მომხდარა, ბუნებრივია, არც არავინ დამიჭერია, არავისთვის დამირტყამს არც ხელი, არც ფეხი. ვლოცულობდი იმ ბრძოლაში მხოლოდ და მე ამას ვაცნობიერებ და ვინანიებ
კახა ღავთაძე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 15 ივნისს სამ პირთან ერთად დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და უწევდნენ მათ წინააღმდეგობას, ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. კერძოდ: 1992 წელს დაბადებული კ. ღ. პოლიციელების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას.