20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულთა ოჯახის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულთა ოჯახის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულების, ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილეს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას მეუღლე.

შეხვედრის მონაწილეთა თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია 20-21 ივნისის საქმეზე, ასევე იმ შესაძლო მუქარებზე, რაც ბოლო თვეების განმავლობაში დაკავებულების ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდება.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საკითხით დაინტერესება სთხოვეს.