2 დეკემბერს საქართველო-ესტონეთის ქალ მეწარმეთა ფორუმი გაიმართება
2 დეკემბერს საქართველო-ესტონეთის ქალ მეწარმეთა ფორუმი გაიმართება

2 დეკემბერს საქართველო-ესტონეთის ქალ მეწარმეთა ფორუმი გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს. ღონისძიებას ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით უმასპინძლებს.

ფორუმი საქართველოში ქალთა მეწარმეების განვითარების პროგრამის ფარგლებში ტარდება. აღნიშნული პროგრამა არის საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის პროექტი, რომელსაც ესტონეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს.

ფორუმის ფარგლებში ესტონელი და ქართველი ქალი მეწარმეები გაუზიარებენ ერთმანეთს საქმიანობის ისტორიებს საქართველოში, ესტონეთსა და სხვა ქვეყნებში ქალების შთაგონებისთვის.