აფრიკელი მიგრანტის გარდაცვალების გამო, მადრიდში გამართული საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა
აფრიკელი მიგრანტის გარდაცვალების გამო, მადრიდში გამართული საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა

აფრიკელი მიგრანტის გარდაცვალების გამო, მადრიდის ცენტრში გამართული საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც 20-მდე ადამიანი დაშავდა.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, დემონსტრანტებმა დაწვეს ნაგვის ურნები, პოლიციას ქვები ესროლეს, ჩაამსხვრიეს მაღაზიის ვიტრინები და დააზიანეს ავტომობილები. სამართალდამცველებმა არეულობის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

საპროტესტო გამოსვლები 35 წლის სენეგალელი გარემოვაჭრის გარდაცვალებას მოჰყვა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მამაკაცი პოლიციის მიერ დევნის დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ესპანეთის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით კი, მამაკაცი საპატრულო პოლიციამ ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვა.