1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა
1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა

1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან საგადამხდელო საშუალებად აღარ გამოიყენება მხოლოდ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტები, რომლებზეც მითითებულია გამოშვების წელი.

2002 წლიდან დღემდე გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტი კი გადახდის კანონიერი საშუალებაა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, შეუფერხებლად მიიღოს და განახორციელოს ანგარიშსწორება ამ ბანკნოტებით.

ამასთან, 1995-99 წლების გამოშვების ბანკნოტების გადაცვლა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრშია შესაძლებელი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი