1912 წლის შემდეგ პირველად, „ჩელსიმ“ ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ მეხუთე შეხვედრა ისე წააგო, გოლი არ გაუტანია #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩი ლონდონის „ჩელსიმ“ სტუმრად „ბრაიტონთან“ გამართა და 0:3 დამარცხდა.
აღნიშნული მარცხი „ჩელსისთვის“ ზედიზედ მეხუთე იყო პრემიერლიგაში. 1912 წლის შემდეგ პირველად, გუნდი ინგლისის უმაღლესი ლიგის ხუთ შეხვედრაში ისე დამარცხდა, რომ გოლის გატანაც ვერ მოახერხა.
პრემიერლიგის უკანასკნელ ცხრა მატჩში კი ლიამ როსენიორის გაწვრთნილმა გუნდმა მხოლოდ ხუთი ქულა აიღო. ამაზე უარესი შედეგი „ტოტენჰემს“ აქვს, რომელიც გასავარდნთა ზონაშია.
ამჟამად ლონდონის „ჩელსი“ 48 ქულით პრემიერლიგის ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.