19 წლის მოტომრბოლი ავარიის შედეგად დაიღუპა #1TVSPORT
19 წლის მოტომრბოლი ავარიის შედეგად დაიღუპა #1TVSPORT

იტალიის ქალაქ ფლორენციაში მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა 19 წლის მოტომრბოლი ჯეისონ დიუპასკიე. ამის შესახებ იტყობინება მოტოგრანპრის პრესსამსახური.

შვეიცარიელი პილოტი, რომელიც Moto3-ის კლასში გამოდის, მუჯელოს ტრასაზე კვალიფიკაციისას საშინელ ავარიაში მოხვდა და საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

„დიდი მწუხარებით ვიტყობინებით ჯეისონ დიუპასკიეს დაკარგვის შესახებ. მოტოგრანპრის მთელი ოჯახის სახელით ვუთანაგრძნობთ მის გუნდს, ოჯახსა და ახლობლებს. ჩვენ დაგვაკლდება ჯეისონი“, – წერია მოტოგრანპრის „ტვიტერში“.