19 წლის გიორგი სარდალაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT
აბუ დაბიში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირზე გამომსვლელი ხუთი ქართველი ძიუდოისტიდან სამი ფინალურ ბლოკში გადავიდა.
19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ტურნირის ფინალში ტაივანის წარმომადგენელ იანგს შეხვდა. ქართველმა ძიუდოისტმა წონის პირველი ნომერი ულამაზესი გდებით დაამარცხა და კარიერაში ამ დონის ტურნირი პირველად მოიგო.
შეჯიბრზე რამდენიმე წუთში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ეთერ ლიპარტელიანი (57კგ), ხოლო მესამე ქართველი ფინალურ ბლოკში, თემურ ნოზაძე (60კგ) თურქ ილდიზთან დამარცხდა და გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სარდალაშვილს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2021 წელს ამომავალი ვარსკვლავის წოდება მიანიჭა.