19 წლის ალკარასი სეზონის ლიდერია ტიტულებისა და მოგებული მატჩების რაოდენობით #1TVSPORT
მადრიდის „მასტერსის“ მოგების შემდეგ, 19 წლის ესპანელი ჩოგბურთელი კარლოს ალკარასი მიმდინარე სეზონის ლიდერი გახდა რამდენიმე კატეგორიაში.
ფინალში ალკარასმა 6:3, 6:1 გაანადგურა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, მანამდე კი მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში, შესაბამისად, ესპანელ რაფაელ ნადალსა და სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო.
ამ მომენტისთვის, ალკარასი ტურის ლიდერია სეზონში ტიტულების რაოდენობით. მან უკვე ოთხი ტურნირი მოიგო, მათ შორის, ორი „მასტერსი“.
ესპანელი ლიდერობს ტურს მოგებული მატჩების რაოდენობით და მოგება/წაგების ბალანსით – 28:3.
ფანტასტიკურია 2022 წელს ალკარასის სტატისტიკა რეიტინგის TOP10-ში მყოფი ჩოგბურთელების წინააღმდეგ – 10 მატჩი, რვა მოგება, აქედან შვიდი ზედიზედ.