19-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა მზადება დაიწყო #1TVSPORT
19-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა მზადება დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრები თბილისში შეიკრიბა და მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო, რომელიც 3 მარტამდე გაგრძელდება.

ლავრენტი დავითაშვილის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 4-11 აპრილს სკოპიეში შედგება.

საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას, ისრაელსა და გიბრალტარს დაუპირისპირდება. სკოპიეში გამგზავრებამდე გოგონათა ასაკობრივი ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლიკა ცუხურკაიძე (კვარტალი, თბილისი), მარიამ ჭრიკიშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი)

დაცვა: ლიზი ჯგუშია, დიანა ბაქრაძე, ნინო ჯგუშია (სამივე – ნორჩი დინამო, თბილისი), ლიკა ქობალავა (კოლხეთი, ხობი), ელენე ენჯიბაძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ)

ნახევარდაცვა/შეტევა: მარიამ ცისკარიშვილი, ლიზი კანკია, მარიამ მამნიაშვილი, ელენე ჩიქოვანი (ყველა – კვარტალი, თბილისი), ანა პავლიაშვილი, ლიზი გუგეშაშვილი (ორივე – ნორჩი დინამო, თბილისი), თინათინ ამბალია, ეთერ სულაშვილი (ორივე – ლანჩხუთი), ელენე კახნიაშვილი, ნინო ბუხრიკიძე (ორივე – სამეგრელო, ჩხოროწყუ), რუსუდან მანაგაძე (გორი იუნაიტედი)