ევროშესარჩევი ციკლის დაწყებამდე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა პოლონელ თანატოლებთან გამართა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართული შეხვედრა რამაზ სვანაძის გუნდისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილს წარმოადგენდა.
ანგარიში პოლონელებმა მე-17 წუთზე გახსნეს. ზუსტად ამდენი დრო დასჭირდათ მასპინძლებს, რომ წონასწორობა აღედგინათ; თავი „საბურთალოს“ თავდამსხმელმა, გიორგი გულიაშვილმა გამოიჩინა და ანგარიში 1:1 გახდა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა; 67-ე წუთზე „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა, გიორგი იაკობიძემ პოლონელთა კარი მეორედ აიღო და როგორც გაირკვა, საბოლოო შედეგი დააფიქსირა- 2:1 საქართველოს სასარგებლოდ.