19-22 აგვისტოს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

17:14, 16.08.2019

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 125 კმ-ზე, მდინარე „თერგზე“ არსებულ სახიდე გადასასვლელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო, გზის ამ მონაკვეთზე, 2019 წლის 19-22 აგვისტოს, ყოველდღე, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობა საპატრულო პოლიციის ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.

მსგავსი