18 წლის ტაკეფუსა კუბო და მესი ესპანეთში საუკეთესო დრიბლიორები არიან
18 წლის ტაკეფუსა კუბო და მესი ესპანეთში საუკეთესო დრიბლიორები არიან

ვებგვერდმა Alebia Analytics-მა პრიმერა დივიზიონის მოთამაშეების წარმატებული დრიბლინგის რაოდენობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

პირველი ადგილი გაიყვეს „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ და „რეალის“ 18 წლის შემტევმა ტაკეფუსა კუბომ, რომელიც მიმდინარე სეზონს იჯარით „მალიორკაში“ ატარებს. ორივე მოთამაშეს საშუალოდ მატჩში 5.4 წარმატებული დრიბლინგი აქვს, შემდეგ მოდის ნაბილ ფეკირი „ბეტისიდან“ 5.3 კოეფიციენტით.

ტაკეფუსა კუბო „ბარსელონას“ აღზრდილია და მადრიდულ კლუბში ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. იაპონელს „ახალ მესის“ უწოდებენ არგენტინელთან მიახლოებული სათამაშო სტილის გამო. კუბომ მიმდინარე სეზონში პრიმერაში 24 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.