18 წლის ქართველი ტოპ-ტალანტებშია
18 წლის ქართველი ტოპ-ტალანტებშია

უკრაინის საუკეთესო 19-წლამდელ ფეხბურთელებში გიორგი წიტაიშვილი დაასახელეს. „ოქროს ტალანტის” გამოკითხვაში 18 წლის ქართველი მე-4 ადგილზე გავიდა.

გამოკითხვის მიზანი 19 და 21-წლამდელ ფეხბურთელთა შორის საუკეთესოს გამოვლენაა. წიტაიშვილი ნოემბრის საუკეთესო მოთამაშეებს შორის მოხვდა. 

ქართველი კიევის „დინამოს“ და უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებსი წვერია. მან „დინამოში“ სადებიუტო შეხვედრა ევროპის ლიგაზე ჩაატარა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ჩეხურ „იაბლონეცთან“, 18 წლის შემტევი ნახევარმცველი მოედანზე მატჩის 60-ე წუთზე გამოჩნდა.

ის ცნობილი ქართველი თავდამსხმელის, კობა წიტაიშვილის ვაჟია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია. გიორგი კიევის „დინამოს“ აკადემიაში ვარჯიშობდა და ჯერ „დინამოს” იუნიორთა გუნდში დააწინაურეს, შემდეგ – „დინამოს“ 19-წლამდელებსა და ახალგაზრდულ გუნდებში და ორივეგან ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

კიევურ გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის 21 ნოემბერს 5 წლით გაახანგრძლივა.