18 წლის იაპონელმა „რეალის“ ვარჯიშზე ყველა განაცვიფრა (ვიდეო)
18 წლის იაპონელმა „რეალის“ ვარჯიშზე ყველა განაცვიფრა (ვიდეო)

18 წლის ფორვარდმა ტაკეფუსა კუბომ თავისი ტექნიკით ნამდვილი ფურორი მოახდინა მადრიდის „რეალის“ ვარჯიშზე. ახალგაზრდა იაპონელი ფეხბურთელი უკვე ატარებს ვარჯიშებს მადრიდული კლუბის ძირითად შემადგენლობასთან და გუნდის ლიდერებსა და მწვრთნელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

კუბო „ბარსელონას“ აღზრდილია, მაგრამ ამ ზაფხულს გადავიდა „რეალში“. ესპანური პრეის ცნობით, ფორვარდის სანაცვლოდ ორი მილიონი ევრო გადაიხადეს.

ზაფხულში იაპონელს დებიუტი ჰქონდა თავისი ქვეყნის პირველ ნაკრებში – 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე სალვადორის ნაკრებთან შეხვედრაში. მანამდე „ტოკიოს“ რიგებში ჩატარებულ 30 მატჩში კუბომ ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი შეასრულა.