18-წლამდელებმა ბელარუსს ისევ მოუგეს
მინსკში გამართულ ამ შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა პირველი დაპირისპირებისგან განსხვავებული შემადგენლობა დააყენა და შეკრებაზე წაყვანილ ყველა ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალება მისცა.
ქართველმა 19-წლამდელებმა მეტოქეს 3:2 სძლიეს.მე-19 წუთზე ბელარუსმა რუსტამ დანილოვმა ანგარიში საჯარიმო დარტყმით გახსნეს. მაგრამ გიორგი გულიაშვილმა (22-ე წუთზე) ანგარიში ეფექტური თავური დარტყმით გაათანაბრა. ზურიკო დავითაშვილმა კი (54) საქართველო დაააწინაურა. 58-ე წუთზე მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და ივან კოლოშკინმა წონასწორობა აღადგინა. საბოლოო ანგარიში კი გიორგი გაგუამ (75) დააფიქსირა და საქართველომ 3:2 მოიგო.
შეგახსენებთ, ორიოდ დღის წინ რამაზ სვანაძის შეგირდებმა მეტოქეს 2:1 სძლიეს. ამით 19-წლამდელების ხანმოკლე შეკრება დასრულდა
საქართველოს U18: ლეჟავა, აბზიანიძე, ჯანგიძე, ნონიკაშვილი, მამულაშვილი, აწყურელი, მესიაჩენკო, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: კალანდაძე, მოისწრაფიშვილი, გაგუა, მელიქიშვილი.