18-წლამდელებმა ბელარუსს ისევ მოუგეს
18-წლამდელებმა ბელარუსს ისევ მოუგეს
საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ბელარუს თანატოლებთან მეორე შეხვედრა გამართა და მეტოქე ამჯერადაც დაამარცხა.

მინსკში გამართულ ამ შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა პირველი დაპირისპირებისგან განსხვავებული შემადგენლობა დააყენა და შეკრებაზე წაყვანილ ყველა ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალება მისცა.

ქართველმა 19-წლამდელებმა მეტოქეს 3:2 სძლიეს.მე-19 წუთზე ბელარუსმა რუსტამ დანილოვმა ანგარიში საჯარიმო დარტყმით გახსნეს. მაგრამ გიორგი გულიაშვილმა (22-ე წუთზე) ანგარიში ეფექტური თავური დარტყმით გაათანაბრა. ზურიკო დავითაშვილმა კი (54) საქართველო დაააწინაურა. 58-ე წუთზე მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და ივან კოლოშკინმა წონასწორობა აღადგინა. საბოლოო ანგარიში კი გიორგი გაგუამ (75) დააფიქსირა და საქართველომ 3:2 მოიგო.

შეგახსენებთ, ორიოდ დღის წინ რამაზ სვანაძის შეგირდებმა მეტოქეს 2:1 სძლიეს. ამით 19-წლამდელების ხანმოკლე შეკრება დასრულდა

საქართველოს U18: ლეჟავა, აბზიანიძე, ჯანგიძე, ნონიკაშვილი, მამულაშვილი, აწყურელი, მესიაჩენკო, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: კალანდაძე, მოისწრაფიშვილი, გაგუა, მელიქიშვილი.