18-წლამდელებმა ამხანაგური მატჩი მოიგეს
18-წლამდელებმა ამხანაგური მატჩი მოიგეს

საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ოთხდღიანი საწვრთნელი შეკრება ამხანაგური მატჩით დაასრულა.

გიორგი მიქაძის გუნდის მეტოქე ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის დუშეთის „არაგვი“ იყო.

გიორგი მიქაძემ თითო ტაიმში თითო შემადგენლობა ათამაშა, საბოლოოდ კი მატჩი 18-წლამდელების გამარჯვებით დასრულდა 3:2. გოლები ინჯგიამ, გაბუნიამ და ოქროპირიძემ გაიტანეს.

პირველი ტაიმი: კონცელიძე, ხარშილაძე, შალამბერიძე, გაბელაია, არჩვაძე, გოგია, გულდედავა, ბერიაშვილი, ინჯგია, ოქროპირიძე, გაბუნია.

მეორე ტაიმი: ანდრიაძე, ჯაფარიძე, სირაძე, ბასარია, მაღრაძე, ქელდიშვილი, ხარშილაძე, ნანობაშვილი, ხორხელი, გოგობერიშვილი, შეყილაძე.