18-წლამდე შვიდკაცა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში რუსეთი დაამარცხა
18-წლამდე შვიდკაცა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში რუსეთი დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდე შვიდკაცა ნაკრები, პოლონეთის ქალაქ გდანსკში ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს, სადაც ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 27:12 დაამარცხა.

ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ მეორე მატჩში, 16:51 საათზე ლუქსემბურგს დაუპირისპირდებიან, რომელიც ირლანდიასთან ანგარიშით 43:0 დამარცხდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, რომელიც 19:14 საათზე გაიმართება, საქართველოს მეტოქე სწორედ ირლანდია იქნება.

საქართველო „ბ“ ჯგუფში ირლანდიის, რუსეთის და ლუქსემბურგის ნაკრებებთან მოხვდა. „ა“ ჯგუფში საფრანგეთი, პორტუგალია, პოლონეთი და რუმინეთი ითამაშებენ, ხოლო „გ“ ჯგუფში ესპანეთი, გერმანია, ლიეტუვა და ბელგია განაწილდნენ.