18 ივლისს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა გაიმართება
18 ივლისს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 28-ე ყრილობა 18 ივლისს გაიმართება. სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, მას სასტუმრო „ჰუალინგი“ უმასპინძლებს.

ყრილობის დღის წესრიგი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი 27 ივნისამდე განიხილავს და დაამტკიცებს. ყრილობა საანგარიშო იქნება. მისი მიზანი განვლილ ერთ წელიწადში გაწეული საქმიანობის სპორტული და ფინანსური მხარის გაანალიზება და შეფასებაა.

ამას გარდა, ყრილობის დელეგატებს ახალ პროექტებსა და გეგმებს გააცნობენ და ფინანსური საქმიანობის ანგარიშს ჩააბარებენ.