17 წლის წინ - საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება რუსეთთან [ვიდეო]
2003 წლის 30 აპრილს საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და გაიმარჯვა. მას ფასი იმან შემატა, რომ ევრო2004-ის შესარჩევი ეტაპის ეს შეხვედრა „ჯვაროსნებმა“ რუსეთის ნაკრებს ანგარიშით -1:0 მოუგეს.
დაძაბული მატჩის ბედი მე-11 წუთზე გადაწყდა: გიორგი დემეტრაძის გადაცემის შემდეგ მეტოქის კარი მალხაზ ასათიანმა აიღო, რომელიც იმ დღეს ჩვენი ეროვნული გუნდის ფორმით პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა.
ნახეთ ვიდეო და გაიხსენეთ მატჩი, რომელმაც მთელ საქართველოს უდიდესი სიხარული მიანიჭა.
ევრო 2004-ის შესარჩევი მატჩი.
საქართველო 1:0 რუსეთი
გოლი: 1:0 ასათიანი (11. დემეტრაძის პასით)
30 აპრილი, 2003. თბილისი, სტადიონი „მიხეილ მესხი“, 11000 მაყურებელი
საქართველო: ლომაია, ხიზანეიშვილი, ხიზანიშვილი, კალაძე, კვირკველია, ბურდული (80. შაშიაშვილი), ცქიტიშვილი, ნემსაძე (კაპ), ასათიანი (75. დიდავა), დემეტრაძე, აშვეთია (85. ალექსიძე)
მთავარი მწვრთნელი: ივო შუშაკი (ხორვატია)