„ბარსელონას“ ფორვარდ ანსუ ფატის მიმდინარე სეზონში ექვსი გოლი აქვს გატანილი. 17 წლის ფეხბურთელმა ხუთჯერ გამოიჩინა თავი ესპანეთის ჩემპიონატში და ერთხელ გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. როგორც ირკვევა, ფატი კატალონელთა შემადგენლობაში ყველაზე ეფექტური მოთამაშეა – ექვსი გოლის გასატანად მას 12 ზუსტი დარტყმა დასჭირდა.
ამ მაჩვენებლით ფატი მნიშვნელოვნად უსწრებს ანტუან გრიზმანს, რომელიც მეორე ადგილზეა სიაში. ფრანგმა 34 დარტყმა შეასრულა და 14 გაიტანა – საშუალოდ 2.43 დარტყმა ერთი გოლისთვის. მესამეზეა ლიონელ მესი – არგენტინელს საშუალოდ 2.96 დარტყმა სჭირდება გოლის გასატანად.