საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა. ელიტ რუნდის ბოლო მატჩში, ჯგუფის მასპინძელ შოტლანდიასთან გიორგი ჩიტაურის გუნდს ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და 6:1 დამარცხდა.
გიორგი ჩიტაურის გუნდმა ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლების მოპოვება ვერ შეძლო. 17-წლამდე ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ახალი საკვალიფიკაციო რაუნდი შემოდგომაზე დაიწყება.
ჩვენი გუნდი მომდევნო ციკლის თამაშებს ოქტომბრიდან დაიწყებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე – 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.
25 ოქტომბერი
საქართველო V ისრაელი
28 ოქტომბერი
საქართველო V ინგლისი
31 ოქტომბერი
საქართველო V ლიეტუვა