საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე, ”განვითარების თასი 2018” პირველი შეხვედრა ჩაატარა – გიორგი ნემსაძის გუნდი ყაზახ თანატოლებს დაუპირისპირდა.
შეხვედრა ჩვენების დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, ანგარიში ამაზე არ მეტყველებს. მე-6 წუთზე, გიორგი გულიაშვილი საჯარიმოში წააქციეს და პენალტი ზურაბ დავითაშვილმა უნაკლოდ შეასრულა – 1:0.
ამის შემდეგ გატანა შეეძლოთ დავითაშვილს, მეკარემ ბურთი ”ცხრიანიდან” მოუხსნა ხვიჩა კვარაცხელიას – ამდენი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ ყაზახები მოულოდნელად დაწინაურდნენ: 23-ე წუთზე, კუთხურის შესრულებისას მატვეი გერასიმოვმა ზუსტი თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა 1:1. 25-ე წუთზე კი ჩვენი მცველები ისევ შეცდნენ და ყაზახები ჟალგაზ ჟაკსელინოვმა დააწინაურა 1:2.
მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და 62-ე წუთზე ცოტნე კაპანაძემ უძლიერესი დარტყმით ყაზახების კარი აიღო 2:2.
69-ე წუთზე კი, კაპანაძის ფლანგური გადაცემით გიორგი გულიაშვილმა ნახტომში ულამაზესი თავური დარტყმით ჩვენები ისვე დააწინაურა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – საქართველომ 3:2 მოიგო.
„განვითარების თასის“ მე-14 გათამაშების მესამე ჯგუფური ეტაპის შემდეგ მატჩს ქართველი 17-წლამდელები 23 მოლდოვის ნაკრებიანს გამართავენ, ხოლო 25 იანვარს – უკრაინასთან.