საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში მიმდინარე მე-16 საერთაშორისო ტურნირზე („განვითარების თასი“) ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი მულოდნელად წააგო და მთავარი პრიზისთვის ვეღარ იბრძოლებს.
მინსკის საფეხბურთო მანეჟში გამართულ შეხვედრაში ქართველი 17-წლამდელები ტაჯიკეთს დაუპირისპირდნენ და 1:2 დამარცხნენ.
მე-14 წუთზე თორნიკე დუნდუამ ზუსტი თავური დარტმით ანგარიში გახსნა – 1:0. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მეტოქის კარის აღება მინიმუმ ოთხჯერ შეეძლო, მაგრამ ბოლო მომენტში ჩვენმა შემტევებმა არაზუსტად ითამაშეს, ტაჯიკებმა კი თავიანთი შანსები გოლებად აქციეს. 36-ე წუთზე აინი ალიჯანიმ წონასწორობა აღადგინა, 77-ე წუთზე კი მეტოქის სწრაფი კონტრშეტევა მამედ აზიზოვმა დააგვირგვინა – 1:2.
ამ მოგებით ჯგუფში პირველ ადგილზე ტაჯიკეთი გავიდა და ფინალში ითამაშებს, საქართველო კი მხოლოდ მეხუთე-მეექვსე ადგილებისთვის იბრძოლებს. გუნდი 25 იანვარს „ა“ ჯგუფის მესამეადგილოსან ფინეთს დაუპირისპირდება.
ტაჯიკეთი – საქართველო 2:1
გოლები: 1:0 დუნდუა (13), 1:1 ალიჯანი (36); 1:2 აზიზოვი (77).
საქართველო U17: ხარატიშვილი, ზოსიაშვილი (72. ონიანი), ხვადაგიანი, დუნდუა (41. გ. მამაგეიშვილი), უბილავა (41. გვიშიანი), ტატიშვილი (41 გაგნიძე), აბჟანდაძე (41. აბუაშვილი), სალუქვაძე, უგრეხელიძე (62. ო. მამაგეიშვილი), თუთაშვილი (ჩხეტიანი, 41), იობაშვილი.
სათადარიგო: ასათიანი, ავალიანი.