17-წლამდელების მთავარი მწვრთნელი - ელიტ-რაუნდამდე შეტევაში დიდი მუშაობა მოგვიწევს
17-წლამდელების მთავარი მწვრთნელი - ელიტ-რაუნდამდე შეტევაში დიდი მუშაობა მოგვიწევს
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილებს საამისოდ ევროშესარჩევ ჯგუფში მოპოვებული ფრეც ეყოთ.
 
გუნდი შემდეგ ეტაპზე ისე გავიდა, თამაში არ მოუგია და ორი ქულა დააგროვა. 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.
„ამ ფრეს შემდეგ ელიტ-რაუნდში გასვლას ველოდით, რადგან დათვლილი გვქონდა, რომ ბოლო ტურში ალბანეთთან ქულაც გვყოფნიდა. მაგრამ ფრეზე არ გვითამაშია – ალბანეთთან სულ შეტევაზე ვიყავით და ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. საერთოდ, ბევრი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ სამწუხაროდ, ერთიც ვერ გავიტანეთ. ამ კომპონენტის დახვეწაზე აუცილებლად უნდა ვიმუშავოთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ჩიტაური.
დატოვე კომენტარი