17-წლამდე ნაკრების უხვგოლიანი თამაში - ჩიტაურის გუნდმა უზბეკეთი დაამარცხა #1TVSPORT
17-წლამდე ნაკრებმა უკრაინაში ბანიკოვის თასზე მეორე მატჩი გამართა. თურქეთთან გუშინდელი მარცხის შემდეგ (1:2), გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილები უზბეკ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და უხვგოლიან შეხვედარში მეტოქე დაამარცხეს.
ობუხივის „ვოლოდიმირ მელნიკ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში უზბეკეთის ნაკრებს გაუტანეს გიორგი პარკინაშვილმა, ალეკო ბასილაძემ, ალექსანდრე ნარიმანიძემ და ლაშა გადილიამ.
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს, გიორგი ჩიტაურის გუნდი 29 აგვისტოს სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც თურქეთს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.
2 ტურის შემდეგ პირველა დგილზე 6 ქულით თურქეთის 17-წლამდე ნაკრებია, მეორეზე 3 ქულით საქართველოა, ხოლო სლოვაკეთმა და უზბეკეთმა (ერთმანეთში 2:2 ითამაშეს) 1-1 ქულა დააგროვეს.