საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო რაუნდში პოლონეთს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
პირველ ტურში ჩვენმა გუნდმა მასპინძელ სლოვაკეთთან 2:1 წააგო და პოლონეთთან მეორე ტურის დაპირისპირებაში ჯგუფიდან გასვლის შანსი რჩებოდა. სამწუხაროდ, გუნდმა ეს გამოცდა ვერ ჩააბარა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
პირველი ტაიმი უგოლოდ მთავარდებოდა, მაგრამ პოლონეთის ნაკრებმა ბრძოლის უნარი გამოავლინა, 45+2-ე წუთზე ბარტოშ შივალას გოლით დაწინაურდა და შესვენებამდე მინიმალური უპირატესობა მოიპოვა.
მეორე ნახევარში გუნდმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 57-ე წუთზე ბარტოშ შივალამ დუბლი შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში ექვს წუთში მიკოლაი ჩერნიატოვიჩმა დააფიქსირა.
პოლონეთმა მეორე მატჩი მოიგო და 6 ქულით ჯგუფის ლიდერია. სლოვაკეთი (6) ბურთების უარესი სხვაობით მეორეზე ადგილზეა, მესამე-მეოთხეზე კი საქართველო და სომხეთი არიან. ჩვენი 17-წლამდე გუნდი ბოლო ტურში 15 ოქტომბერს გორნია რადგონას სტადიონზე სომხეთს დაუპირისპირდება.