16 წლის შვედმა ეკოაქტივისტმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დემონსტრაცია თეთრი სახლის წინ გამართა
16 წლის შვედმა ეკოაქტივისტმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დემონსტრაცია თეთრი სახლის წინ გამართა

16 წლის შვედმა ეკოაქტივისტმა, გრეტა ტუნბერგიმა თეთრი სახლის წინ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დემონსტრაცია გამართა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენციასთან ასობით ახალგაზრდა მივიდა.

შვედ ეკოაქტივისტთან ერთად სკოლის მოსწავლეებმა პოლიტიკოსებს გლობალური დათბობის წინააღმდეგ გაცილებით აქტიური ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.

გრეტა ტუნბერგი უკვე რამდენიმე კვირაა, ამერიკის შეერთებულ შტატები იმყოფება. ის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით სიტყვით უნდა გამოვიდეს. 16 წლის აქტივისტი აშშ-ში იალქნიანი ნავით ჩავიდა. გრეტა ტუნბერგმა გამონაბოლქვისა და გარემოს დაბინძურების გამო თვითმფრინავით მგზავრობაზე უარი თქვა.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები 2015 წელს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით მიღებულ საერთაშორისო შეთანხმებას გამოეთიშა.