16 წლის მოზარდი, რომელიც პოლიციელებს წამებაში ადანაშაულებს, ქვემო ქართლის პროკურატურაში ამოცნობის პროცედურაზე იმყოფებოდა
16 წლის მოზარდი, რომელიც პოლიციელებს წამებაში ადანაშაულებს, ქვემო ქართლის პროკურატურაში ამოცნობის პროცედურაზე იმყოფებოდა

16 წლის მოზარდი, რომელიც ბოლნისის პოლიციის 10-მდე თანამშრომელს ცემაში, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში ადანაშაულებს, ქვემო ქართლის პროკურატურაში იმყოფებოდა. პროკურატურის შენობაში ამოცნობის პროცედურა განხორციელდა.

როგორც მოზარდმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დღეს სამი მოძალადე პოლიციელი ამოიცნო.

დაზარალებულის ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული სამართალდამცველებიდან ერთ-ერთი მოზარდს ბოთლით გაუპატიურებით აშინებდა.

16 წლის მოზარდი ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობისთვის დააკავეს. როგორც მოზარდი აცხადებს, პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც სასტიკად გაუსწორდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით ორი სამართალდამცავი უკვე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. საქმეს ქვემო ქართლის პროკურატურა იძიებს.

დატოვე კომენტარი