16 წლის ესპანელი პირველი გოგონაა, ვინც „ფერარის“ სარბოლო აკადემიაში ჩაირიცხა
16 წლის ესპანელი პირველი გოგონაა, ვინც „ფერარის“ სარბოლო აკადემიაში ჩაირიცხა

იტალიური საჯინიბო „ფერარის“ სარბოლო აკადემიაში პირველი გოგონა ჩაირიცხა. ის გახლავთ 16 წლის ესპანელი მრბოლელი მაია ვეგი.

ესპანელმა გაიმარჯვა პროგრამაში Girls on Track -Rising Stars, რომლის ორგანიზატორი იყო ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია „ფერარის“ აკადემიასთან ერთად.

„შერჩევა ძალიან ნერვული და დაძაბული იყო ჩემთვის, ახლა კი, უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის! დიდი მადლობა! ყოველთვის იყო ჩემი ოცნება „ფერარის“ ნაწილი ვყოფილიყავი – ჯერ კიდევ ბავშვობის წლებიდან. მე აქ ვარ იმისთვის, რომ გავიმარჯვო და ძალიან ბედნიერი ვარ“, – თქვა ვეგმა.

2021 წლის სეზონში გოგონა ფორმულა 4-ში გამოვა.