საქართველოს 16-წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა უეფა-ს განვითარების ტურნირი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ლიეტუვაში მიმდინარე ოთხთა ტურნირის პირველ დღეს ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილები მოლდოვას შეხვდნენ და 4:0 დაამარცხეს.
ანგარიში საბა გეგიაძემ გახსნა, მეორედ მოლდოველთა კარი ლუკა მამულაშვილმა აიღო და შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმში საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღო – თავი ლუკა ჯანაშიამ და ლუკა ჭელიშვილმა გამოიჩინეს და ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილებმა 4:0 გაიმარჯვეს.
პარალელურად, მიმდინარე შეხვედრა მასპინძელმა ლიეტუვამ ბოსნია-ჰერცოგოვინასთან 0:2 წააგო. შემდეგი ტური 20 აგვისტოს გაიმართება და ერთმამეთს პირველი დღის გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან – საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.