16-წლამდელები თბილისში უკრაინას უმასპინძლებენ
16-წლამდელები თბილისში უკრაინას უმასპინძლებენ

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები უკრაინასთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – შეხვედრები 19 და 21 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.

ეს ის გუნდია, რომელმაც აგვისტოში ლიეტუვაში უეფას განვითარების თასზე მთავარ პრიზი მოიპოვა. მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ ხიზანიშვილმა გუნდი შეკრიბა და ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ამზადებს.

მეკარეები: ლუკა ჯოჯუა, პაპუნა ბერუაშვილი (ორივე – დინამო თბ), მიხეილ მაქაცარია (სფფ აკადემია)

მცველები: მუხრან ბაგრატიონი, სანდრო გაფრინდაშვილი, ნიკა გოგებაშვილი (სამივე – დინამო თბ), რომან მორჩილაძე (სფფ აკადემია), გიორგი ბართია (საბურთალო)

ნახევარმცველები: ბექა ხიმშიაშვილი, ჭაბუკი ლაბაძე, ლუკა ოჩიგავა, ლუკა ჭელიშვილი, ზვიად ხაბურზანია, თემურ ნოზაძე, გიორგი გოჩიაშვილი, საბა სიორდია (ყველა – სფფ აკადემია), ლუკა ჯანაშია, ერასტო მიქავა, ნიკა ცხოვრებაშვილი, ლუკა ლაცაბიძე, ომარ თოდუა, დავით შიოლაშვილი (ყველა – დინამო თბ)

თავდამსხმელები: გიორგი ხაბულიანი (მარსეტი, ესპანეთი), დიმიტრი ღურწკაია (სფფ აკადემია).