16 სექტემბრიდან ბელგრადი თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს #1TVSPORT
16 სექტემბრიდან ბელგრადი თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს #1TVSPORT

მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში ოლიმპიადის საგზური ხუთ-ხუთ უძლიერეს ფალავანს გადაეცემა.

მას შემდეგ, რაც მედლები გათამაშდება და ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული მეხუთე ლიცენზიის მფლობელი გახდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ – რობერტ დინგაშვილი.

61 კგ – შოთა ფარტენაძე.

65 კგ – ედემ ბოლქვაძე.

70 კგ – გიორგი ელბაქიძე.

74 კგ – ავთანდილ კენჭაძე.

79 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე.

86 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი.

92 კგ – მირიან მაისურაძე.

97 კგ – გივი მაჭარაშვილი.

130 კგ – გენო პეტრიაშვილი.

16 სექტემბერი

12:30 – საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრები (61, 70, 86 და 125 კილოგრამებში).

18:45 – 1/2 ფინალური შეხვედრები