16 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
16 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება სტიქიის შედეგად წარმოქმნილი მეწყრულ-ეროზიული პროცესების შემაკავებელი ღონისძიებები.

უწყების ცნობით, სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2022 წლის 16 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ყოველი თვის შაბათს 15:00 საათიდან ორშაბათს 09:00 საათამდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება.