16-დან 30 ნოემბრის ჩათვლით უკრაინაში ახალი ქართული კინოს XIV ფესტივალი გაიმართება
16-დან 30 ნოემბრის ჩათვლით უკრაინაში ახალი ქართული კინოს XIV ფესტივალი გაიმართება

16 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით უკრაინაში ახალი ქართული კინოს XIV ფესტივალი გაიმართება.

სრულაიდ უკრაინის საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გეორგიას“ პრეზიდენტის, ბესიკ შამუგიას განცხადებით, წელს ქართველი რეჟისორების ფილმების ნახვას მაყურებელი უკრაინის ექვს ქალაქში – კიევში, ხარკოვში, სუმიში, ზაპოროჟიეში, ოდესაში, ლვოვსა და ჟიტომირში შეძლებს.

„ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფილმები, რომელთაც ბოლო წლებში მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო აქვთ მიღებული. ერთ-ერთი მათგანი ზაზა ურუშაძის „აღსარება“ – ოსკარის ნომინაციის ლონგლისტშია შესული, როგორც „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“. თითოეული ფილმი ქართულ ენაზე, უკრაინული სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი“, – აცხადებს შამუგია.

უკრაინის მასშტაბით სულ ნაჩვენები იქნება შვიდი ახალი ქართული ფილმი: „აღსარება“, „ნამე“, „ხიბულა“, „ექვთიმე“, „გრძელი ნათელი დღეები“, „სიმინდის კუნძული“ და „მოირა“.

კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალი 16 ნოემბერს კიევში გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“ და უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“. მხარდამჭერები – უკრაინის კულტურის სამინისტრო და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.