სანდრო რაქვიაშვილი - კოალიციური მთავრობის თაობაზე კონსულტაცია ჯერ არ გვქონია და მგონია, რომ ამაზე საუბარი მეორე ტურამდე ნაადრევია
სანდრო რაქვიაშვილი - კოალიციური მთავრობის თაობაზე კონსულტაცია ჯერ არ გვქონია და მგონია, რომ ამაზე საუბარი მეორე ტურამდე ნაადრევია

„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, კოალიციური მთავრობის საკითხზე ჯერ კონსულტაციები არ ყოფილა.

მისი თქმით, მეორე ტურამდე აღნიშნულ თემაზე საუბარი ნაადრევია.

„კოალიციური მთავრობის თაობაზე კონსულტაცია ჯერ არ გვქონია და მგონია, რომ ამაზე საუბარი მეორე ტურამდე ნაადრევია. თუ ასეთი იდეა იყო, შეიძლება, ეს პირველი ტურის წინ გაკეთებულიყო. თუ მანამდე ამის საჭიროება არ იყო და ამაზე არ ფიქრობდნენ, მაშინ ახლა როგორ დავაჯერებთ ამომრჩეველს, რომ სერიოზული დაპირებაა და არა უბრალოდ წინასაარჩევნო?! ძალიან რთული ამოცანა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა მობილიზაცია მოახდინოს. ვერც წარმომიდგენია, როგორ უნდა შეძლოს „გირჩის“ გიორგი გახარიასა და ანა დოლიძის ამომრჩევლის მობილიზება, რადგან ოპოზიციურ ელექტორატში ძალიან განსხვავებული ადამიანები არიან და ვერ წარმომიდგენია, რა გზით შეიძლება გახდეს ეს შესაძლებელი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ნიკა მელიამ ერთ-ერთი მედიის ეთერში გააკეთა განცხადება, რომ აპირებს, უახლოეს დღეებში დაასახელოს დედაქალაქის კოალიციური მთავრობა.