მსოფლიოს 313-ე ნომერი კორი გაუფი ისევ აოცებს ჩოგბურთის მოყვარულებს უიმბლდონზე თავისი გამოსვლით.
15 წლის ამერიკელმა 1/16 ფინალში სლოვენიელი პოლინა ჰერცოგი დაამარცხა სამ სეტში – 3:6, 7:6(7), 7:5. ამ შეხვედრამ მიმდინარე უიმბლდონის სატელევიზიო რეკორდი მოხსნა – მატჩს BBC-ის ტელეარხზე 5.2 მილიონმა მაყურებელმა უყურა, – იტყობინება „მეტრო“ (Metro).
შეხვედრამ გაამართლა მოლოდინი. გაუფმა პირველად წააგო სეტი ტურნირზე, მეორე პარტიაში კი ანგარიშით 3:5 ჩამორჩა და წაგებასთან ახლოს იყო – მის მეტოქეს ორი მატჩბოლი ჰქონდა. ამერიკელმა შეძლო თამაშის შემობრუნება: მეორე სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო და მესამეში უკვე უპირატესობას ფლობდა. გაუფი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი ბოლო 28 წლის განმავლობაში, რომელმაც უიმბლდონის მერვედფინალში გააღწია.
მერვედფინალში გაუფს სერიოზული გამოცდა ელოდება – რუმინელ სიმონა ჰალეპს უნდა შეხვდეს.