15-წლამდელ ფეხბურთელთა ტურნირი - საქართველო თასისთვის თურქეთთან იბრძოლებს
15-წლამდელ ფეხბურთელთა ტურნირი - საქართველო თასისთვის თურქეთთან იბრძოლებს

თბილისში 15-წლამდე ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა. საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა ბელარუსს დაძაბულ მატჩში მოუგო.

ანგარიში ბელარუსებმა გახსნეს. 35-ე წუთზე თავი მაქსიმ კასარუბმა გამოიჩინა. გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილებმა მეორე ტაიმში თამაში შემოაბრუნეს. წონასწორობა ჯერ ნიკა სიხარულაშვილმა აღადგინა, გიორგი აბუაშვილმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა 2:1.

8 დეკემბერს, 11:30 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ლიტვა – ბელარუსს შეხვდება, ხოლო 15:00 საათზე, საქართველო – თურქეთს.

ეს უკანასკნელი ტურნირის ფინალი იქნება და გამარჯვებულს გამოავლენს, რადგან დღეს გამართულ მეორე მატჩში თურქეთმა ლიტვა 2:1 დაამარცხა და საქართველოს მსგავსად, 6 ქულა დააგროვა.